Saturday, March 13, 2010

პ რ ო ე ქ ტ ი – პ ი რ ა მ ი დ ა

1. პროექტის სახელი: პირამიდა.

2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები იკვლევენ პირამიდის წარმოშობის ისტორიას,იძიებენ მასალებს ხელოვნებასა და ისტორიაში.

3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან მასალებს პირამიდებზე.გაარკვევენ როდის,სად და როგორ აშენდა პირამიდები,მოძიებული მასალის საფუძველზე გამოითვლიან ერთ–ერთი პირამიდის მოცულობას და ზედაპირის ფართობს.შექმნიან მაკეტს,შეაგროვებენ ფოტომასალას,აგრეთვე დახაზავენ სხვადასხვა ფუძისა და ზომის,წესიერ და არაწესიერ პირამიდებს და მათ გეგმილებს.

4.მონაწილეთა ასაკი:14–15 წელი.

5.ვადები/ხანგრძლივობა:2010 წლის მარტიდან 2–3 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა,ხაზვა,პირამიდის მაკეტის შექმნა,გამოთვლების ჩატარება,ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:სხვადასხვანაირი პირამიდის მაკეტის შექმნა,ფოტოალბომი,ნახაზების გამოფენის მოწყობა.

8.სარგებელი სხვებისთვის:გაიღრმავებენ ცოდნას მსოფლიოს ერთ–ერთი საოცრების–პირამიდის შესახებ.გაეცნობიან ეპოქას,როცა ხდებოდა მათი მშენებლობა.მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას ბლოგის ნახვისას.

9.სამუშაო ენა:ქართული.

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა)მათემატიკა:პირამიდის მოცულობისა და ზედაპირის ფართობის გამოთვლა;
ბ)ისტორია:ეპოქის შესწავლა,როდის და როგორ აშენებდნენ პირამიდებს;
გ)გეოგრაფია:პირამიდების ადგილმდებარეობისა და კლიმატის შესწავლა;
დ)ქართული:რაიმე ჩანახატის შექმნა,მსჯელობის უნარის განვითარება;
ე)ხელოვნება:პირამიდის–როგორც ხელოვნების ნიმუშის ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება.ფოტოალბომის გაკეთება.
ვ)ისტ:ისტ–ის მოხმარება,ბლოგის შექმნა
.
12.პროექტის ფასილიტატორი:ინა გივიშვილი

13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა:givishvilitina@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: